• საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო

    ხართ თუ არა 18 წლის?

    22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ იმართება.

    16.04.2018

    22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში  „ღვინისა და საკვების  საერთაშორისო გამოფენა“ (The 98th China Food & Drinks Fair) იმართება.
    ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული  ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობს.
    გამოფენა „China Food & Drinks Fair“ ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. საგამოფენო სივრცე გაშლილია 300 ათას კვ.მ-ზე და მასშიყოველწლიურად წარმოდგენილია 4500-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას სტუმრობს 200 ათასზე მეტი ვიზიტორი.

    კომპანია მოსმიერმა პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში. საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩინეთში ჩატარებული გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის. შედგა რამოდენიმე მნიშვნელოვანი კონტაქტი ქართული ღვინის იმპორტიორ კომპანიებთან.