მოსმიერის ღვინომ „საფერავი ქვევრი“ 2017 მიიღო ოქროს მედალი ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ჩატარდა მიმდინარე წლის 21-22 ივნისს თბილისში. ჟიური დაკომპლექტებული იყო ქართველი და უცხოელი ცნობილი ღვინის ექსპერტებისგან, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული 120 კომპანიის 332 ნიმუში შეაფასეს.