• საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო

    ხართ თუ არა 18 წლის?

    ინფო-ტური მოსმიერი კახეთი ღვინის ცენტრში

    26.04.2018
    21 აპრილს მოსმიერში მორიგი ინფო-ტური მოეწყო ქართული ტურისტული კომპანიებისთვისა და გიდებისთვის. სტუმრები გაეცნენ ღვინის ქარხნის მუშაობას, შეხვდნენ და ესაუბრნენ ქარხნის მთავარ მეღვინეს ბ-ნ დავით მაისურაძეს. დაისვა ღვინოსთან და ღვინის წარმოებასთან, ამ სფეროს პოპულარიზაციასთან დაკავშირებული მრავალი კითხვა. სტუმრებს უმასპინძლეს მეღვინეობის დამფუძნებლებმა ბ-ნმა ბესიკ ვაშაკაშვილმა და გივი ლაფაურმა. მათ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გააცნეს სტუმრებს სოფელ კისისხევის ისტორიის შესახებ, თუ რითი გამოირჩევა ამ ზონაში მოყვანილი ყურძენი და მისგან დაყენებული ღვინო სხვა ზონებისგან, თუ როდის და რატომ დაიბადა კომპანიის შექმნის იდეა და რა არის „მოსმიერის“ ბიზნესის ფილოსოფია. სტუმრებისთვის მოეწყო „მოსმიერის“ ღვინის დეგუსტაცია, ასევე ხინკლის, ჩურჩხელისა და თონის პურის მასტერკლასები. და ბოლოს, ძვირფას სტუმრებს „მოსმიერის“ რესტორანმა უმასპინძლა, ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძებითა და „მოსმიერის“ საუკეთესო ღვინით.