• საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო

    ხართ თუ არა 18 წლის?

    ინფო-ტური კახეთის ღვინის ცენტრ MOSMIERI-ში

    05.09.2017

    29 აგვისტოს, Mosmieri-ის კომპლექსში, წამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის ინფო-ტური ჩატარდა. სტუმრებს ობიექტის მფლობელი იორგ მათიესი დახვდა, რომელმაც გააცნო კომპლექსის კონცეპცია, მოაწყო ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია, წარუდგინა ჩურჩხელის, მწვადებისა და ქართული პურის დამზადების მასტერკლასები. გარდა ამისა, სტუმრებს ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ვახშმით გაუმასპინძლდნენ, სადაც დააგემოვნეს ღვინო Mosmieri და მოუსმინეს ქართულ მრავალხმიან სიმღერებს.