• საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო

    ხართ თუ არა 18 წლის?

    აშშ-ს სომელიეთა და ღვინის იმპორტიორთა დელეგაციის ვიზიტი კახეთის ღვინის ცენტრ MOSMIER-ში

    30.08.2017

    ამერიკელი სომელიეების და იმპორტიორების დელეგაცია, ეწვია ჩვენს ღვინის ქარხანას კახეთში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლიზა გრანიკი – ღვინის ცნობილი ექსპერტი. ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოს ნაციონალური ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით. სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენს ღვინოების მიმართ. ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინო განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. ამერიკელმა სომელიეებმა და იმპორტიორებმა დეგუსტაცია ჩაუტარეს Mosmieri-ს ღვინოებს:
    წითელი ღვინოები:

    MOSMIERI Domaine Matthies Saperavi 2015 (Dry Red, Grape Varietals: 100% Saperavi); 75 pallets

    MOSMIERI Domaine Matthies Saperavi 2016 (Dry Red, Grape Varietals: 100% Saperavi)

    თეთრი ღვინოები:

    MOSMIERI Domaine Matthies Tsinandali 2015 PDO (Dry White; Grape Varietals: 80% Rkatsiteli / 20% Mtsvane)

    MOSMIERI Domaine Matthies Tsinandali 2016 PDO (Dry White; Grape Varietals: 100% Rkatsiteli)

    ქარვისფერი ღვინოები:

    MOSMIERI Domaine Matthies Kakhuri 2015 PDO (Dry Amber, Qvevri Style, Grape Varietals: 100% Rkatsiteli )

    MOSMIERI Domaine Matthies Kakhuri 2016 PDO (Dry Amber, Qvevri Style, Grape Varietals: 100% Rkatsiteli )

    ღვინო როზე

    MOSMIERI Domaine Matthies Saperavi Dark Rose 2016 (Semi Dry Rose, Grape Varietals: 100% Saperavi) 16 pallets

    დეგუსტაციის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენი ტურისტული კომპლექსი, ტრადიციული მარანი, შიდა ეზო შადრევნით, გადასახედი კოშკი, სადეგუსტაციო დარბაზი, რესტორანი დიდი ტერასით, საიდანაც იშლება ფანტასტიური ხედი ალაზნის ველზე და კავკასიონის მწვერვალეებზე. კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, სტუმრებს შესთავაზეს ტრადიციული ქართული სადილი. სადილის დროს საინტერესო დისკუსია გაიმართა ცნობილ მეღვინე დავით მაისურაძე და ინვესტორ იორკ მატიესთან. კომპლექსის გახსნა დაგეგმილია 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში. კომპლექსი გათვლილია როგორც ინდივიდუალური სტუმრების, ასევე ტურისტული ჯგუფების მისაღებად. ღვინის დეგუსტაციის გარდა, ჩვენი რესტორანი გთავაზობთ მრავალფეროვან მასტერკლასებს, ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და სასმელებს. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ დაუვიწყარი საღამოები და ღონისძიებები სასიამოვნო მუსიკის თანხლებით. ჩვენი კომპლექსი და რესტორანი დაამკვიდრებს ახალ ტენდენციები მსგავსი ობიექტებისთვის კახეთში.