• საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო

    ხართ თუ არა 18 წლის?

    ჩვენ შესახებ

    საქართველო მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი რეგიონია, აქ ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო. ღვინის სიყვარული ქართველი ხალხის კულტურულ ღირებულებებში, რწმენაში და ადათ-წესებში უძველესი დროიდან ძირფესვიანადაა გამჯდარი. მსოფლიოში ღვინის კულტურის გავრცელებამ სათავე საქართველოდან აიღო.

    დღესდღეობით, ქართული ღვინო კიდევ ერთხელ იქცა ნამდვილ აღმოჩენად და სამოთხედ მათთვის, ვინც განსაკუთრებულ, არაამქვეყნიურ გემოსა და ხარისხს დაეძებს. ღვინის თიხის ჭურჭელში, ქვევრში დაყენების უნიკალური ტექნოლოგიის გარდა, საქართველოში ყურძნის 500-მდე ავტოქტონური ჯიშია, როგორებიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი და მწვანე.

    მეღვინეობის როგორც უძველესი ისე თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ყურძნის ამ ჯიშებისაგან დაწურული ღვინო უნიკალური არომატებითა და გემოებით გამოირჩევა. რა გასაკვირია, რომ საქართველო შემოქმედებითი მეღვინეობისა და პიკანტური აღმოჩენების კერად ითვლება.

    მოსმიერში მიგვაჩნია, რომ ქართული მეღვინეობის საერთაშორისო ასპარეზზე შთამბეჭდავი დაბრუნების საქმეში წამყვანი ადგილი გვიჭირავს. ვთვლით რა, რომ ქართული ღვინის მომავალი მასობრივ წარმოებაში არ არის, ჩვენ პრემიალურ სეგმენტზე ვპოზიციონირდებით, რომლისთვისაც ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ღვინოს ყურძნის მხოლოდ უძველესი, საუკუნეების მანძილზე კახეთში მოყვანილი, ადგილობრივი ჯიშებისგან ვწურავთ.

    ჩვენი ღვინის საწარმო ღვინის ტურიზმისათვის შექმნილი, ქართული ტრადიციული სტილისა და თანამედროვე ელემენტების შატოს განუყოფელი ნაწილია. იგი ვენახებს შორის, ფერდობზე მდებარეობს და თვალწარმტაც ალაზნის ველსა და კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს გადაჰყურებს. ღვინის ქარხნის გარდა, შატოში 250 ადამიანზე გათვლილი ბარ-რესტორანი, მასტერკლასებისათვის (მაგალითად, თონეში პურის ცხობისთვის) საჭირო კეთილმოწყობა, ეზო, შადრევანი, დიდი მოსასვენებელი ტერასა, სათვალთვალო კოშკი, ღვინის მაღაზია დასაგემოვნებელი ზონით და სარდაფში მდებარე ტევადი საწყობებია განლაგებული. არსებული კომპლექსის მახლობლად მალე 31 ნომრიანი სასტუმროს და ღია აუზის მშენებლობა დაიწყება.

    ჩვენი ბრენდის სახელია მოსმიერი, რაც ძველქართულად ღვინის მოყვარულს, მოტრფიალეს ნიშნავს. კეთილი იყოს თქვენი შემომატება ჩვენს რიგებში.

    ღვინის ქარხანა

      ჩვენი ვენახები და მარნები საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რაიონში, წინანდლის ტერუარში მდებარეობს. კახეთი ქვეყნის მეღვინეობის ცენტრად ითვლება და ქართული ღვინის წარმოების 70%-იც კახეთზე მოდის. კახეთისა და წინანდლის მიკროზონაში დამზადებული ზოგიერთი ღვინო დაცული ადგილწარმოშობის აღნიშვნისაა. ყურძენი, რომელიც ჩვენს ვენახებში იზრდება, ზღვის დონიდან 500-დან 600 მეტრის სიმაღლეზე მოდის, თიხისა და მყარი ნივთიერებებისაგან შემდგარ ნიადაგზე. აქ ვაზს ზედმიწევნით ზრდიან და უვლიან.  ყურძნის მტევნების შერჩევა და მოსავლის აღება ხელით ხდება. ამჟამად შატოს მიმდებარე ვენახებში ზოგიერთი ჯიშის, მაგალითად ქისისა და მწვანეს გადარგვა მიმდინარეობს.
      ჩვენი ღვინის ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. ეს თანამედროვე საწარმოა, რომელიც უჟანგავი ფოლადის, უახლესი ტექნოლოგიის ავზებს იყენებს, ტემპერატურის უზუსტესი კონტროლით. აქ ასევე შეხვდებით კლასიკურ ქართულ მარანს, თიხის 24, მიწაში ჩაფლული ჭურჭლით. სრული დატვირთვით მუშაობისას, ფოლადის ავზებისა და თიხის ქვევრების ჩათვლით, საწარმო წელიწადში 160 ტონა ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა, რაც წელიწადში 140 000 ბოთლს უტოლდება. ღვინის დავარგებისთვის ბურგუნდიიდან ჩამოტანილ, ფრანგული მუხის კასრებს ვიყენებთ.

    ჩვენი გუნდი

    ჩვენი ღვაწლმოსილი გუნდი საუკეთესო ქართველი მეღვინისგან, უდიდესი მევენახისგან, ღვინოზე შეყვარებული უცხოელი ინვესტორისგან და მისი ადგილობრივი ბიზნეს პარტნიორებისაგან შედგება. ჩვენი ღვინოები თავდაუზოგავი შრომის შედეგია და გუნდის თითოეულ წევრს უდიდესი როლი მიუძღვის საერთო წარმატებაში.

    დავით მაისურაძე – დავითი უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეა. იგი ზედმიწევნით ზრუნავს ღვინოზე და თითოეულ დეტალს ითვალისწინებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც სხვები ყურადღების ღირსადაც კი არ მიიჩნევენ. მისი უნიკალური მიდგომა თანამედროვე ენოლოგიის ნოუ-ჰაუსა და ადგილობრივ ტრადიციებს აერთიანებს. მისი მოგონილი და შექმნილი ღვინოები ამის თვალსაჩინო მაგალითია.

    გოდერძი მამუკელაშვილი – გოდერძი ადგილობრივი მევენახეების ოჯახიდან მოდის და მევენახეობის უძველესი ტრადიციების გამგრძელებელია. იგი ვენახს უდიდესი სიყვარულით უვლის და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ყველაზე რთული მოსავლიანობის წლებშიც კი, მის მოყვანილ ყურძენს ბადალი არ ჰყავს.

    იორგ მათიესი – იორგი გერმანიის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა და საქართველო და ქართული კულტურა თავდავიწყებით შეუყვარდა. იგი პროექტის მამოძრავებელი ძალა და ლიდერია, ისევე, როგორც მოსმიერის ძირითადი მფლობელი და გენერალური დირექტორი.

    ბესო ვაშაკაშვილი – ბესო მოსმიერის პარტნიორია და წარმოშობით შატოსთან ახლოს მდებარე ქალაქიდან, თელავიდან არის. მას კახეთის ღვინის ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სირთულეების ჟამს ყოველთვის იცის მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზა.

    გივი ლაფაური – გივი წარმოშობით ადგილობრივი სოფლიდან, კისისხევიდანაა. მის ოჯახს ფესვები წინანდალის რაიონში აქვს გადგმული და გივისაც ღვინოსთან დაკავშირებული ყველაფერი უყვარს. გივი ფერდობზე შეფენილი სავენახე მიწების მეპატრონე და მოსმიერის პარტნიორია.

    აურიკა კროიტორ – როგორც მოსმიერის აღმასრულებელი დირექტორი, აურიკა პროექტის ყველა ნაწილში აქტიურად მონაწილეობს. იგი ყველა საქმეს მთელი გულით ეკიდება, დაგეგმვისა და დიზაინის პროცესი იქნება, აღსრულების მონიტორინგი და კონტროლი, კონტრაქტების მენეჯმენტი თუ პერსონალისა და დისტრიბუციის საქმეები.

    პროდუქცია

    უკან

    სიახლეები

    სიახლეები

    კონტაქტი
    შეტყობინების გაგზავნა
    +995 322 970 420 info@mosmieri.ge
    4 ბესიკის ქუჩა, თბილისი